воскресенье, 12 октября 2008 г.

ომის ნამდვილი სახე

მე ვარ ნათია საძაგლიშვილი გორის #8 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი. 2008 წლის ოქტომბერში გავიარეთ ტრენინგი, სადაც გავეცანით GEARN -ის ქართულ პროექტებს. ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტების განხორციელებაში. VII კლასის მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა პროექტი "ომის ნამდვილი სახე". მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ომები რომლებიც მიმდინარეობდა XX-XXI საუკუნეებში. გორის ომთან დაკავშირებით გადმოგვცეს თავიანთი განცდები, ტკივილი, შიში, სევდა, იმედგაცრუება-პირადი დღიურების ჩანახატების, ნახატების, ლექსების, ინტერვიუების, ფოტოების საშუალებით.
განაჩენი სასტიკი და დაუნდობელია-წართმეული ბავშვობა, დამახინჯებული ცხოვრება, ხელყოფილი სიცოცხლე.
ადამიანო, ნუთუ შენ არ გყავს შვილი, ნუთუ არ მოფერებიხარ მას, ნუთუ არასოდეს გიგრძვნია მისი უმწეო გულის ფართხალი.იცოდე, ყველა პატარა ერთნაირია, ყველას ასე უცემს გული მუჭში მოქცეული მტრედივით.
ჩვენ თქვენი მომავალი ვართ. ჩვენვე ნუ გავანადგურებთ ჩვენს მომავალს. იყავით მოწყალე, გთხოვთ!
ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი!

2 комментария:

ლეილა ხმიადაშვილი комментирует...

ნათია ძალიან მომეწონა შენი პროექტი. თითოეული საკითხი ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად არის ჩამოყალიბებული გაფორმებაც ილუსტრაციებით შესაფერისია გისურვებ წარმატებას და ბევრი ასეთი ლამაზი პროექტის შექმნას.
პატივისცემით,
გორის N4 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი: ლეილა ხმიადაშვილი

nina комментирует...

ნათია საინტერესო და აქტუალური პროექტია. პროექტიდან ჩანს რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ინფორმაციის მოძიებაში.
პროექტი ძალიან საინტერესოა შინაარსობლივად. საინტერესოა ცალკეული საკითხები. ძალიან მომეწონა მოსწავლეების მიერ დაწერილი ლექსები. ყველაფერი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ემჩნევა რომ მოსწავლეებს ბევრი უმუშავიათ. გისურვებთ წარმატებებს.
გორის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი: ნინო ოქროპირიძე