воскресенье, 12 октября 2008 г.

ომის ნამდვილი სახე

მე ვარ ნათია საძაგლიშვილი გორის #8 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი. 2008 წლის ოქტომბერში გავიარეთ ტრენინგი, სადაც გავეცანით GEARN -ის ქართულ პროექტებს. ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტების განხორციელებაში. VII კლასის მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა პროექტი "ომის ნამდვილი სახე". მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ომები რომლებიც მიმდინარეობდა XX-XXI საუკუნეებში. გორის ომთან დაკავშირებით გადმოგვცეს თავიანთი განცდები, ტკივილი, შიში, სევდა, იმედგაცრუება-პირადი დღიურების ჩანახატების, ნახატების, ლექსების, ინტერვიუების, ფოტოების საშუალებით.
განაჩენი სასტიკი და დაუნდობელია-წართმეული ბავშვობა, დამახინჯებული ცხოვრება, ხელყოფილი სიცოცხლე.
ადამიანო, ნუთუ შენ არ გყავს შვილი, ნუთუ არ მოფერებიხარ მას, ნუთუ არასოდეს გიგრძვნია მისი უმწეო გულის ფართხალი.იცოდე, ყველა პატარა ერთნაირია, ყველას ასე უცემს გული მუჭში მოქცეული მტრედივით.
ჩვენ თქვენი მომავალი ვართ. ჩვენვე ნუ გავანადგურებთ ჩვენს მომავალს. იყავით მოწყალე, გთხოვთ!
ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი!